საქართველოს ბუნება
ბევრჯერ თქმულა და გავიმეორებთ, რომ საქართველოს ერთადერთი სიმდიდრე მისი ბუნებაა. ეს ბუნება განსაკუთრებულია არა სილამაზით, არამედ
მასში არსებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებით. საქართველოს
მოქალაქეებს თავიანთი ბუნებაც უყვართ და მის განსაკუთრებულობაზე ლაპარაკიც.
ისინი დიდი სიამოვნებით ატარებენ დროს ბუნების წიაღში და განცხრომას
ეძლევიან, მაგრამ ტყესა და მთაში ყოფნისას არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამ
მთა-ბარში 7000 სახეობის ყვავილოვანი მცენარე ხარობს, არც უნიკალურ
ცხოველებსა და ხეებზე ფიქრობენ.
“ბუნების დაცვის ფონდის” ინიციატივით, ნაკრძალების მიმდებარე არეალებში
საგანგებო პროექტები ხორციელდება იმისათვის, რომ ხალხმა საკუთარი შრომით
ოჯახის მიხედვა შეძლოს და ნაკრძალის ხარჯზე არ მოუხდეს ცხოვრება. ამის
მაგალითია ბორჯომში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, რაც უცხოეთის -
პირველ რიგში, გერმანიის - ორგანიზაციებთან “ფონდის” შუამავლობით
განხორციელდა. ამავე რიგს მიეკუთვნება ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე
სოფლების საქმიანობა: ხალხი იქ დაკავებულია სამკურნალო მცენარეების -
ბარამბოსა და კრაზანას - მოშენებით. ლაგოდეხიდან მარაგდება ბუნებრივ
სამკურნალო საშუალებათა ბაზარი. უფრო მეტიც, საქართველოში მოშენებული
მცენარეები ევროპაშიც შეიძლება იქნეს გატანილი, რაც სოფლის მცხოვრებთ
საკმარის შემოსავალს მოუტანს საიმისოდ, რომ ნაკრძალის სიმდიდრის ხელყოფაზე
აღარ იფიქრონ.
No comments:
Post a Comment