Thursday, March 29, 2012

"მიუტევეთ და მოგეტევნენ"

შევიყვაროთ ერთმანეთი და შეგვიყვარებს ღმერთი; მოვუთმინოთ ერთმანეთს და ის მოითმენს ჩვენს ცოდვებს; ნუ მივაგებთ ბოროტებისთვის ბოროტებით და ის არ მოგვაგებს ჩვენი ცოდვების შესაბამისად. ცოდვათა ჩვენთა მტევება ძმებისთვის შენდობით ვპოვოთ, რამეთუ წყალობა ღვთისა ჩვენდამი, მოყვასისადმი შემწყნარებლობაშია დაფარული; ამიტომაც თქვა უფალმა: "მიუტევეთ და მოგეტევნენ" (ლუკა 6,37); და: "უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან" (მათე 6,14); და კვლავ: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5,7); და: "რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ" (მათე 7,2). აჰა, მოგვიწყო უფალმა წესი ცხონებისა და მოგვცა ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად (იოან 1,12). ამის შემდეგ ჩვენი ცხონება უკვე ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

No comments:

Post a Comment